პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი ზახაროვას განცხადებას ცინიკურს უწოდებს

13.09.19 14:40


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებას ცინიკურს უწოდებს.

„ეს განცხადება არ ყოფილა უჩვეულო და პრინციპში, სტილიც დაცული გახლავთ.

სერიოზულად საუბარი რაიმე დამოუკიდებლობასა და იმაზე, რომ დემოკრატია შედგა, არც შეიძლება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა მძიმეა. მათი დამოკიდებულების ხარისხი სწორედ რუსეთზე, იმ ძალაზე, რომელიც იქ ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ძალიან მაღალია. ამ პირობებში, როდესაც ორივე რეგიონი ფაქტობრივად ალყაშემორტყმულია მავთულხლართებით, ახლაც, სრულად შეზღუდულია გადაადგილება ცხინვალის მიმართულებით და ოჯახები გაყოფილია, მოწოდებები რომ იქ ჩავიდნენ და ვითარება საკუთარი თვალით ნახონ, ცინიკურია.

თუ საუბარი ჩასვლაზეა, იქ ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების ის საერთაშორისო მექანიზმები უნდა ჩაუშვან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ აქვთ წვდომა. საერთოდ, დავიწყოთ იმ ოჯახებით, რომლებიც გაყოფილები არიან და მშობლები შვილებს ვერ ნახულობენ. უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადგილობრივების თავისუფალი გადაადგილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ ამ რეგიონებში წვდომა, სადაც ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარება კრიტიკულად მძიმეა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი სუვერენულ სახელმწიფოებად შედგნენ.






წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები