პოლიტიკა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში კომპანიის „ბიოკომ ტექნოლოგი“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

02.08.16 21:15


სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ბელარუსის რესპუბლიკის ინოვაციური კომპანიის „ბიოკომ ტექნოლოგი“ დირექტორს, გენადი გეცოლდის და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, დავით გალეგაშვილი, გოჩა ცოფურაშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურა ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.

მხარეებმა საქართველოში საქონლის საკვების წარმოებისა და რძის წარმოების გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს.

ნოდარ კერესელიძემ მეცხოველეობის დარგში ბელარუსის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითრების სტრატეგიაში მეცხოველეობის დარგი პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა და თანმიმდევრულად ხორციელდება მნიშვნელოვანი ხელშემწყობი პროექტები.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობას, მათ შორის, ვეტერინარიის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებების ანგარიშს გაეცნენ.

„ბიოკომ ტექნოლოგიის“ წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს კომპანიის შესაძლებლობები და ახალი ტექნოლოგიები გააცნეს.

ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები რეგიონებში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდებიან და მეცხოველეობის ფერმებს დაათვალიერებენ.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 5788


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები