პოლიტიკა

ლაშა ჟვანიამ ისრაელის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

13.09.19 16:20


ქ. იერუსალიმში, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ლაშა ჟვანიას მიერ, ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდგომ, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.

პრეზდენტმა რივლინმა ხაზი გაუსვა ისრაელ-საქართველოს დინამიურად მზარდ ორმხრივ ურთიერთობებს და ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანიმეგობრობას.

საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ისრაელის პრეზიდენტს შემდეგი სიტყვებით მიმართა - „ბატონო პრეზიდენტო ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა წარმოვადგენდე საქართველოს ჩემი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორ სახელმწიფოში. არ დავიშურებ ძალ-ღონეს, რათა წმინდა მიწაზე ჩემი დიპლომატიური მისიის პერიოდში მაქსიმალურად ხელი შევუწყო ისრაელ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ბრწყინვალე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის, რასაც როგორც საქართველოს, ასევე ისრაელის სახელმწიფოს მიმართ ვგრძნობ“.

შეხვედრისას საქართველოს ელჩმა ისრაელის პრეზიდენტს მიულოცა 80 წლის იუბილე და გადასცა საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საჩუქრები. დასასრულს პრეზიდენტმა რივლინმა წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს ისრაელის სახელმწიფოში მის დიპლომატიურ საქმიანობაში.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები