პოლიტიკა

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარედ ირაკლი ბერაია აირჩიეს

13.09.19 17:20


პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ირაკლი ბერაია, მდივნად კი – კობა ნარჩემაშვილი აირჩიეს.

დღევანდელ საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის დებულების პროექტი დაამტკიცეს.

კომისია 14 წევრისგან დაკომპლექტდა. კომისიის შემადგენლობაში შედიან:

საპარლამენტო უმრავლესობიდან: გიორგი ვოლსკი, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ხუნდაძე, გიორგი კოპაძე, სიმონ ნოზაძე, და გიორგი გაჩეჩილაძე; “ევროპული საქართველოდან”: გიორგი კანდელაკი, ლელა ქებურია და სერგი კაპანაძე; “პატრიოტთა ალიანსიდან”: ადა მარშანია;

“ნაციონალური მოძრაობიდან” – რომან გოცირიძე, ხოლო დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით გედევან ფოფხაძე და კობა ნარჩემაშვილი შედიან.





წყარო : /www.newspress.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები