პოლიტიკა

სხდომა, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენდნენ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტის ნიშნად დატოვა

16.09.19 14:40


ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენდნენ, ფრაქციის წარმომადგენლებმა შეწყვიტეს და დარბაზი დატოვეს.

სხდომის შეწყვეტა ფრაქციის წევრებმა მოითხოვეს, რადგან პარლამენტის შენობაში შესვლის და საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს ადამიანებს, რომლებიც 20 ივნისის ღამეს დაშავდნენ და მათზე საშვები დაშვებული იყო.

„პარლამენტის შენობაში არ უშვებენ ადამიანებს, რომლებზეც საშვებია დაშვებული.

საქართველოს მთავრობის მიერ კანონის ფეხქვეშ გათელვა არ არის უცხო და გასაკვირი. მაგრამ ამ მნიშვნელოვან დღეს, როდესაც გავრილოვის მთავრობა მტკიცდება, იმდენს ბედავენ. რომ გავრილოვის ღამეს დაშავებულებს, არ უსვებენ სხდომათა დარბაზში. ჩვენ მიზანშეწოლილად არ მიგვაჩნია თქვენი გამოსვლის მოსმენა და ვწყვეტთ სხდომას.“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები