პოლიტიკა

საქართველოს ელჩმა ზურაბ დვალიშვილმა სამხრეთ სუდანის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

16.09.19 18:00


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის პრეზიდენტს სალვა კირ მაიარდიტს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სამხრეთ სუდანის რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. პრეზიდენტმა საქართველოს პირველ ელჩს სამხრეთ სუდანის რესპუბლიკაში მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები