პოლიტიკა

საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი ეწვევა

17.09.19 10:30


საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი 17 სექტემბერს ეწვევა. შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.

ამასთან, საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები შეხვედრებს გამართავენ საპარლამენტო ფრაქციებთან: „ნაციონალური მოძრაობა; „ევროპულ საქართველო“. 17 სექტემბრის დღის წესრიგის მიხედვით შეხვედრები ასევე დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანრი ოახანაშვილთან. ხვალვე დაგეგმილია ვიზიტი საქართველოს მთავარ პროკურატურაში, სადაც აუდიენცია მთავარ პროკურორთან შალვა თადუმაძესთან.გაიმართება

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები 18 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში გაგრძელდება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი საპარლამენტო ფრაქციებს: „ქართული ოცნება“; „საქართველოს პატრიოტები“ შეხვდება.

ასევე , 18 სექტემბერს არის ჩანიშნული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვიზიტი.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები