პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ 20 სექტემბერს დაგეგმილ აქციას უერთდება

17.09.19 11:30


მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ 20 სექტემბერს “სირცხვილიას” აქციას შეუერთდება:

“რაც 20 ივნისს მოხდა, ეს ერის შეურაცხყოფაა. თქვენ დააფიქსირეთ გულწრფელი პროტესტი და თქვით, რომ თავისუფლება დასაცავია. მე აქ [აქციაზე] მოვიდივარ არა ჩემი რაღაც პოლიტიკური კარიერის გამო, არამედ თქვენს გვერდში დასადგომად. მინდა გითხართ, რომ თუ საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძლა ერთი წამით მაინც მოდუნდა, ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვექნება წინ”,-განაცხადა ხაზარაძემ.

20 სექტემბერს მოძრაობა “სირცხვილია” რუსთაველის გამზრიზე საპროტესტო აქციის, სახელმწოდებით “ერთადერთის წინააღმდეგ”, გამართვას გეგმავს. “სირცხვილია” 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენების შემდგომ დაფუძნებული მოძრაობაა, რომელიც აქციების, ტელეგადაცემებისა და სხვა ფორმატებში 2 თვეზე მეტია გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები