პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს შეხვდა

17.09.19 13:10


პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს, კლოდ კერნს და ტიტუს კორლატეანს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. არჩილ თალაკვაძემ მომხსენებლებს საარჩევნო რეფორმის არსი და ძირითადი არგუმენტები, ასევე საყოველთაო-სახალხო განხილვის მიმდინარეობის პროცესი გააცნო. საუბარი მართლმსაჯულებისა და განათლების რეფორმებს შეეხო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მისი როლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გამახვილდა. კლოდ კერნმა და ტიტუს კორლატეანმა დადებითად შეაფასეს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების რეფორმა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული მექანიზმები პარლამენტის როგორც კანონშემოქმედებითი, ასევე საზედამხედველო ფუნქციების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მათივე შეფასებით, მკვეთრად გაიზარდა მთავრობის ანგარიშვალდებულება და გაძლიერდა საპარლამენტო ოპოზიციის როლი.

ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. კლოდ კერნმა და ტიტუს კორლატეანმა არჩილ თალაკვაძეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურეს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები