პოლიტიკა

"მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას" - ელიზაბეთ რუდი

17.09.19 13:30


საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდი რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დამორჩილებისკენ მოუწოდებს.

"მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და გაიყვანოს საკუთარი ძალები. ასევე ძალიან გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ გამშვები პუნქტები ჩაკეტილია ადმინისტრაციულ საზღვარზე, რადგანაც ეს იწვევს ძალიან რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ადმინისტრაციული ხაზის მიღმა.

სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გამშვები პუნქტი" - აღნიშნა რუდმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები