საზოგადოება

ლევან დავითაშვილი კომპანია Land O’Lakes Venture37-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

17.09.19 14:50


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია Land O’Lakes Venture37-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ ელენბერგერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების მნიშვნელობას.

პოზიტიურად შეფასდა პროექტის მიმდინარეობის პროცესი, რომელიც, ძირითადად, ორიენტირებულია მწარმოებლებისა და გადამმუშავებლების ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე. ჯონ ელენბერგერის განცხადებით, კომპანია Land O’Lakes Venture37 გამოიყენებს საკუთარ გამოცდილებას და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მიდგომებით და დანერგვით ტექნიკურ დახმარებას გაუწევს ფერმერებს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ღირებულებათა ჯაჭვში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას", - განაცხადა ჯონ ელენბერგერმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. საქართველოში ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ 5 - წლიან პროექტს "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" ამერიკული კომპანია Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად ახორციელებს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები