პოლიტიკა

ბოკერია მდინარაძეს: ქუჩური გარჩევების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ამ გზაზე დადგომა გინდათ, კი ბატონო

17.09.19 16:20


„ქუჩური გარჩევების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ამ გზაზე დადგომა გინდათ, კი ბატონო“, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

ბოკერიას განცხადებით, ის მდინარაძეს მორალურ დისკომფორტს აქამდეც უქმნიდა და მომავალშიც შეუქმნის.

„ბატონო მამუკა, მე არსად წავსულვარ, მედია - ჩართვა მქონდა, აქ ვაპირებ ყოფნას.

პოლიტიკურად ერთდროულად მსხვერპლიც და მოძალადეც ვერ იქნებით. მე ქუჩური გარჩევების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ამ გზაზე დადგომა გინდათ, კი ბატონო. გიმეორებთ, თქვენგან განსხვავებით, ჩემი მიზანი თქვენი პოლიტიკური დამარცხებაა და არა განადგურება.

მორალურ დისკომფორტს გიქმნიდით და მომავალშიც შეგიქმნით,“ - მიმართა ბოკერიამ მდინარაძეს.




წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები