საზოგადოება
17.09.19 17:00
2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახეცვლილი ფორმატით ჩატარდება.
ცვლილებების შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღეზე გააცნეს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო ხდება სამი საგნის ჩაბარება, თუმცა, სამედიცინო მიმართულებებზე აბიტურიენტებმა კვლავ ოთხი საგანი უნდა ჩააბარონ.
„2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახეცვლილი ფორმატით ჩატარდება.
სავალდებულო არის სამი გამოცდა, ესენია : ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ან ისტორია, ან მათემატიკა, იმის მიხედვით, თუ რომელ პროგრამაზე აბარებს სტუდენტი. მესამე საგანი რიგ შემთხვევებში უკვე განსაზღვრულია, ხოლო რიგ შემთხვევებში უნივერსიტეტებმა თავად აირჩიეს რა უნდა იყოს ჩასაბარებელი კონკრეტულ პროგრამებზე. პროგრამების უმეტესობაზე სამი საგნით მიმდინარეობს ჩარიცხვა, თუმცა უნივერსიტეტები უფლებამოსილნი იყვნენ, სურვილის შემთხვევაში, დაემატებინათ მეოთხე საგანი და მათი ნაწილი ასეც მოიქცა.
ზოგიერთ პროგრამაზე მათ დაამატეს მეოთხე საგანი, მათ შორის, უნარები. ასევე, სამედიცინო მიმართულებების შემთხვევაში ოთხი გამოცდაა კვლავ სავალდებულო და ეს ოთხი გამოცდა არის: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ბიოლოგია და მეოთხე არის არჩევითი სამი საგნიდან : მათემატიკა, ქიმია ან ფიზიკა.
რაც შეეხება გრანტის მოპოვებას, იმ პროგრამებზე, სადაც სამი საგნით მიმდინარეობს ჩარიცხვა, სამი საგნის ქულები მონაწილეობს საგრანტო ქულის დათვლაში, ხოლო თუ ოთხი საგნით მინდინარეობს ჩარიცხვა, მაშინ აბიტურიენტი მონაწილეობას იღებს ორ კონკურსში. პირველ კონკურსში არის პირველი, მეორე და მესამე საგანი მნიშვნელოვანი, ხოლო მეორე კონკურსში მეორე და მეოთხე საგანი, ანუ რომელიც უნივერსიტეტმა შემდეგ დაამატა. ეს იქნება ორი კონკურსი, ექნება ორი შედეგი და სადაც უკეთესი შედეგი ექნება, ამის მიხედვით იქნება დაფინანსება”, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24