ეკონომიკა

ლარი კვლავ გაუფასურდა

17.09.19 17:20


17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9626 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.18 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2657 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2699 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.42 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5171 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.6745 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 სექტემბრიდან შევა ძალაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები