პოლიტიკა

ეკა ბესელია ხიდაშელზე: წინასაარჩევნო გარემო არ ნიშნავს იმას, რომ დაკარგო კონტროლი საკუთარ განცხადებებზე

03.08.16 15:55


“წინასაარჩევნო გარემო არ ნიშნავს იმას, რომ დაკარგო კონტროლი საკუთარ განცხადებებზე,“ –ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნასთან დაკავშირებით ყოფილი მინისტრის კრიტიკულ განცხადებას.

ბესელიას თქმით, ინსტიტუციების შეურაცხყოფა დაუშვებელია.

„კონკურენციის ვითარება, დააკარგვინებს თუ არა პოლიტიკურ წონასწორობას პოლიტიკური ლიდერებს და ათქმევინებს თუ არა ადეკვატურ რამეს, ან გააკეთებინებს იმას, რაც არაა კორექტული, სწორედ ამით იზომებიან პოლიტიკოსები, ლიდერები.

წინასაარჩევნო გარემო, არ ნიშნავს იმას, რომ დაკარგო კონტროლი საკუთარ განცხადებებზე,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თანამდებობა ოფიციალურად ორი დღის წინ დატოვა. მის შემცვლელად კი პრემიერ-მინისტრმა სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორია წარადგინა. მოგვიანებით, სწორედ პრემიერის ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ყოფილი მინისტრი და განაცხადა: „პირდაპირ რომ ვთქვა, არ შეიძლება ჯარს თავზე სუს-ი დაასვა“. ყოფილი მინისტრის ეს განცხადება კი მმართველი გუნდის უმრავლესობამ უარყოფითად შეაფასა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები