პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

18.09.19 11:00


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, მხარეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზე საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ამასთან, მინისტრმა სტუმრებს სამინისტროში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებთან.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები