პოლიტიკა

"ახლა პოლიტიკური და დიპლომატიური ბრძოლის დროა და გაჩუმება არ შეიძლება" - ნინო ბურჯანაძე

18.09.19 11:50


,,ძალიან ბევრ ადამიანს კარგად ესმის, რომ თუ არ მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს განვითარდება და ვერ მიაღწევს ეკონომიკურ სტაბილურობას". - აცხადებს ,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

პარტიის ლიდერი ეჭვს გამოთქვამს, რომ არსებობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოების გამოკითხვებში ხელოვნურად ცდილობენ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მეათე ხარისხოვან პრობლემად წარმოაჩინონ.

,,შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეგნებულად მიდის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწევა ყველაზე ბოლო ადგილზე. ეს ტენდენცია იგრძნობა გამოკითხვებში. რა თქმა უნდა არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ ადამიანები აღარ აფიქრონ ეროვნულ პრობლემებზე, აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე, არამედ ცდილობენ რომ ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობა დაკავებული იყოს პირადი პრობლემებით, ვერ შეძლოს წამლის ყიდვა და ოჯახის რჩენა".

ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ ხელისუფლებას უზარმაზარი ძალისხმევით მუშაობა მოუწევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მინიმალურ წარმატებას მიაღწიოს".

მან ასევე დასძინა, რომ არ სურს იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, მაგრამ ნინო ბურჯანაძე ,,ევროპული საქართველოს" ინიციატივას მაინც გამოეხმაურა:

,,ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები ვერ გადავდგით ვერც კონფლიქტების დარეგულირებაში, ვერც ბორდერიზაციის საკითხში, ვერაფერი გავაკეთეთ ვერც ნატოს და ევროკავშირის მიმართულებით, რუსეთან მიმართებაში ხომ საერთოდ ჭაობში ვართ. ,,ევროპული საქართველო" მუდმივად გვიმტკიცებს ნატოში შესვლის აუცილებლობას აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე.

შეეცდებიან, რომ დაარწმუნონ ამაში ჩვენი თანამოქალაქეები და ტერიტორიულ მთლიანობაზე სამუდამოდ გვათქმევინებენ უარს.

საქართველო კი გახდება იმ ორი სახელმწიფოს საჯიჯგნი ტერიტორია და განვითარებზე საუბარიც კი აბსურდი იქნება. მათ აწყობთ, რომ მუდმივად კონფრონტაციულ რეჟიმში ვიმყოფებოდეთ რუსეთთან. ახლა აქტიური პოლიტიკური და დიპლომატიური ბრძოლის დროა და არაფერზე გაჩუმება არ შეიძლება. ,,ევროპულ საქართველოს" სურს რუსეთმა ეკონომიკური სანქციები დაგვიწესოს,მაშინ როდესაც ქართული ეკონომიკა ძალიან არის რუსეთზე დამოკიდებული. ეკონომიკური სანქციებით ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურ კოლაფსს, რასაც აუცილებლად მოჰყვება ხელისუფლების ჩამოშლა. უმძიმესი პოლიტიკური და სამოქალაქო კრიზისი გარდაუალი გახდება. ამით ქვეყანას ნამდვილად არ ეშველება, მხოლოდ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია დივიდენდებს დაიწერს". - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.






წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები