პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

18.09.19 13:20


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სომხეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილი ვიზიტი იყო.

ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა გაცვლითი ვიზიტებისა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების კავშირების ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები