პოლიტიკა

ეკა ბესელია: ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საკონსტიტუციო რევოლუციის გეგმას

03.08.16 19:55


„ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო რევოლუციის გეგმა ჰქონდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა – ეკა ბესელიამ და გია ვოლსკიმ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელი უწოდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს რევოლუციურ გეგმას, რომელიც არ განხორციელდა, რასაც აუცილებლად გამოძიების ჩატარება სჭირდება.

„ვითარება საკონსტიტუციო სასამართლოში უკიდურესად მძიმე და უკიდურესად შემაშფოთებელია. ვიდრე სწრაფი გამოძიებით არ დადგინდება, ვინ არღვევდა კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში და უკანონობის ფაქტები, რასაც ჰქონდა ადგილი, ვინ ახორციელებდა ამას, იქამდე სასამართლოს ნდობისა და მიუკერძოებლობის აღდგენა იქნება შეუძლებელი. ანალიზით, დღეს შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საკონსტიტუციო რევოლუციის გეგმას.

როგორც ჩანს, წინასწარი შეთანხმება არსებობდა, სარჩელის შემომტან მხარესა და საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეს შორის, რომ შეცვლილი, დამატებული სარჩელის მოთხოვნით, დამატებული გასაჩივრებული მუხლების მითითებით გაუქმებულიყო სწორედ ის ნორმები, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისთვის სასურველი შედეგის დადგომას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ და აღნიშნულ კონტექსტში გახმაურებული „რუსთავი 2“-სა და ე.წ. კაბელების საქმე დაასახელა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 640


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები