პოლიტიკა

"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია" - პრეზიდენტის მიერ მკვლელების შეწყალებას პრემიერიც აკრიტიკებს

18.09.19 15:40


პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა სკანდალურ სიაზე კომენტარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, მისთვის მიუღებელია ასეთ მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის შეწყალება. გახარიას თქმით, აუცილებელია საკანონომდებლო ცვლილება, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს და შესაბამის ჩარჩოებში მოექცეს:

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ, მკვლელის შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რომელიც პრეზიდენტმა გადადგა, გამოაცხადა მორატორიუმი. ეს უნდა იყოს საერთო მსჯელობის საგანი პარლამენტთან ერთად და რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს, რათა მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობაში დამნაშავე ადამიანები ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებული"- განაცხადა გახარიამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები