ეკონომიკა

თბილისში საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართა

18.09.19 16:00


ღონისძიება EU4Business-EBRD საქართველოში უკრაინის საელჩოსა და „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით გაიმართა.

ბიზნესფორუმს ესწრებოდნენ 23 საკვები პროდუქტების (ხორცის, რძის, საკონდიტრო ნაწარმის, ყავის და ჩაის) მწარმოებელი უკრაინული კომპანია და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ქართველი მეწარმეები.

“აღნიშნული მრავალწლიანი ბიზნეს ურთიერთობების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის აუთვისებელი დიდი ეკონომიკური პოტენციალი არსებობს. გვაქვს მოლოდინი, რომ სწორედ დღეს გაჟღერებული ინფორმაცია ბიზნეს-საინვესტიციო გარემოს, ტურისტული პოტენციალის, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების და რეფორმების შესახებ მეწარმეებისთვის იქნება გზამკვლევი შემდგომი კონკრეტული სამეწარმეო პროექტების დასაგეგმად. გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ შევძლებთ, ეს ფორუმი გამოვიყენოთ, როგორც სერიოზული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის კომერციული საქმიანობის კიდევ უფრო წასახალისებლად და გასაძლიერებლად. „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ სახელით მოგახსენებთ, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს ვუმასპინძლოთ და მხარი დავუჭიროთ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს,” - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ.

ბიზნეს ფორუმის ძირითადი ნაწილი B2B შეხვედრებს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს საშუალება ჰქონდათ უკეთ გაეცნოთ კონკრეტული ბიზნეს ოპერატორები და დაესახათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ბიზნესფორუმი სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები