პოლიტიკა

საგარეო უწყება: ხუჯაბის მონასტერი სომხურ მხარეს არ გადაეცა

18.09.19 18:10


"საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულებული არ არის და ხუჯაბის მონასტერი სომხურ მხარეს არ გადაეცა", - ამის შესახებ "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე იუნფორმაციით, ხუჯაბის მონასტრის ადგილმდებარეობა ლეგალურად ვერ განისაზღვრება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის დასრულებამდე.

"საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულებული არ არის.

მხარეთა სამთავრობო სადელიმიტაციო კომისიების დონეზე შეთანხმებულია სახელმწიფო საზღვრის 160კმ (დაახლოებით 71%). მიმდინარეობს მუშაობა დარჩენილი დაახლოებით 65 კმ საზღვრის შეთანხმების მიზნით.

სადელიმიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღი დამოკიდებულია მხარეთა შორისშესაძლო შეთანხმებაზე საზღვრის მთელს გამავლობაზე. რაც შეეხება ხუჯაბის მონასტერს, მისი ადგილმდებარეობა ლეგალურად ვერ განისაზღვრება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის დასრულებამდე", - განუცხადეს "პირველს" საგარეო უწყებაში.

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სომხეთთან დასრულდა საზღვრის დელიმიტაცია და ხუჯაბის მონასტერი სომხურ მხარეს გადაეცაა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები