პოლიტიკა

საქართველოს ელჩი კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

19.09.19 11:45


კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან, ჯასიმ ბინ საიფ ალ სულაიტისთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები, მათ შორის ქ. დოჰასა და ქ. ბათუმს შორის პირდაპირი ავიარეისების დაწყების შესაძლებლობა, ორი ქვეყნის საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოებს შორის თანამშრომლობის დაწყება, ტრანსპორტის სფეროში ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფა, აგრეთვე ა.წ. 22-23 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმში კატარის მხარის მონაწილეობა და ა.წ. 29 ოქტომბერს დოჰაში დაგეგმილ “უსაფრთხო, ჭკვიანი ქალაქების გამოფენაში” (QITCOM 2019) ქართული დელეგაციის მონაწილეობა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები