პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

19.09.19 12:20


შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ დატოვა.

ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობდა.

მანამდე კი, 2013 წლიდან საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო.





წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები