პოლიტიკა

პოლიციის საქმიანობის დადებითად შეფასების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა - NDI-ის კვლევა

19.09.19 13:00


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს 42%, საშუალოდ 37%, ცუდად 14 %, არ იცის 6%. 2012 წელს დადებითი შეფასების მაჩვენებელი 58% იყო, 2018 წელს 48% ხოლო 2019 წლისთვის 42%-მდეა შემცირებული, ხოლო უარყოფითი 2012 წელს 4% იყო და ახლა 14%-ია.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები