პოლიტიკა

"მოვუწოდებ პარლამენტს, ომბუდსმენის გაუზარდოს მანდატი, რათა სისხლის სამართლის საქმეების მასალებთან გვქონდეს წვდომა" - სახალხო დამცველი

19.09.19 13:40


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნინო ლომჯარიას უსმენენ.

ომბუდსმენმა თავისი გამოსვლა სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების დაცვის მდგომარეობით დაიწყო და თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობის გამოძიება, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ეფექტიანობა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მასალებში არსებული ხარვეზები მიმოიხილა. ასევე, აღნიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში ლევან კორტავას სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებული არაპროპორციულად მსუბუქი სასჯელების საკითხი.

„მოგიწოდებთ საქართველოს პარლამენტს, განიხილოთ საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, შეაფასოთ სიცოცხლის უფლების გამოძიების კუთხით არსებული მდგომარეობა და შესაბამისი რეკომენდაციები მისცეთ პროკურატურას. დღეს საქართველოს პროკურატურას ჭირდება ეფექტური საგამოძიებო პროცესი, მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

ამასთან, გამოძიების ხშირი გაჭიანურების ფონზე, აუცილებლად მიმაჩნია, კიდევ ერთხელ გავაჟღერო ამ დარბაზში ინიციატივა, რომ გაიზარდოს ჩვენი მანდატი და არამხოლოდ დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გვქონდეს წვდომა, არამედ, მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებითაც, სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიების მიმდინარეობის ეფექტიანობის შესაფასებლად და დასადგენად“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები