პოლიტიკა

ნათია თურნავა: ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება

19.09.19 15:00


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება.

„არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები“, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდეს თითოეული დარგის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანად არსებული სტრუქტურის ფარგლებში.

„რაც შეეხება ენერგეტიკას, ის არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. ენერგეტიკაში ჩვენ ავირჩიეთ რეფორმის გზა - ევროპული ტიპის ენერგეტიკული სექტორის შექმნა, რომელსაც არ გადავუხვევთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები