პოლიტიკა

გია ვოლსკი - NDI-ის კვლევას საზოგადოებაში საკმაოდ წახდენილი იმიჯი აქვს

19.09.19 15:20


NDI-ის კვლევას საზოგადოებაში საკმაოდ წახდენილი აქვს იმიჯი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა NDI-ის კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს.

მისი თქმით, ყველანაირი სტატისტიკური მონაცემი იმაზე მეტყველებს, რომ პოზიტიური განვითარების ტენდენციები თვალსაჩინოა. თუმცა, ამასთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ეთანხმება პარლამენტთან დაკავშირებით დაბალ რეიტინგს და აცხადებს, რომ მან ამის შესახებ NDI-ის გარეშეც იცის.

„მთლიანობაში, ყველანაირი სტატისტიკური მონაცემი მეტყველებს იმაზე, რომ პოზიტიური განვითარების ტენდენციები თვალსაჩინოა.

რასაკვირველია, 20 ივნისის მერე ჩატარებულმა გამოკითხვებმა გარკვეული ფსიქოლოგიური მომენტიც შემოიტანა, მაგრამ მთლიანობაში მანიპულაციაა გარკვეული ციფრებით. მთლიანად ამ კვლევას საზოგადოებაში საკმაოდ წახდენილი აქვს იმიჯი. 2012 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით ორმაგი და სამმაგი აცდენებია კვლევის შედეგებსა და არჩევნების შედეგებს შორის. აქ დამატებითი სათქმელი არაფერი მაქვს, მაგრამ რაც შეეხება პარლამენტის რეიტინგს, მე ამას ვეთანხმები და არ მჭირდება NDI-მ რომ ვთქვა, პარლამენტის საქმიანობის ცნობადობა საზოგადოებაში ძალიან დაბალია. მეც ვხვდები ხალხს და ეს ვიცი NDI-ის გარეშე. კანონების საკითხზე თუ შეეკითხები ხალხს, თუნდაც მიწის კანონზე, რაზეც ასეთი აჟიოტაჟი იყო, ვერავინ დაგისახელებს. ძირითადად ახსოვთ დეპუტატების შეხლა-შემოხლა, რაც მთლიანობაში პარლამენტისთვის დადებითად დამახასიათებელი არ არის. რეალურად, მე ვფიქრობ, პარლამენტის დაბალი შეფასება გამოწვეულია იმით, რომ მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაბალ დონეზეა. პირველ რიგში, ეს ჩვენ მოგვეთხოვება, თუმცა მოეთხოვება, ასევე მედიასაც,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები