პოლიტიკა

პრეზიდენტი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება

20.09.19 16:20


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომავალ კვირას სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება.

პრეზიდენტი 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა და სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაეროს ფორმატში გაიმართება მაღალი დონის თემატური შეხვედრები, მათ შორის: მდგრადი განვითარების მიზნების, უნივერსალური ჯანდაცვისა და კლიმატის საკითხებზე.

ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან. საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეების პატივსაცემად დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები