პოლიტიკა

პრეზიდენტის მორიგი სკანდალი: სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად ნარკორეალიზატორი შეიწყალა

23.09.19 11:30


მორიგი სკანდალური შეწყალება - “იმედის კვირის” ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილმა ნარკორეალიზატორი გაათავისუფლა.

1994 წელს დაბადებული მსჯავდებული , რომელიც ახლა უკვე თავისუფალია, გასამართლებულია 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით , რაც არის გასაკუთრებით მძიმე კატეგორიის ნარკოდანაშაული და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .

როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული პირი შეიწყალა და გაათავისულა, როგორც საპატიმრო სასჯელის მოხდისგან, ასევე შეუმცირა პირობითი სასჯელი.

ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პროკურატურა ასეთი მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმების პირობებშიც კი არ მიდის რამდენიმეწლიან სასჯელზე.

"იმედის კვირის" ინფორმაციით, ეს არ არის ერთადერთი ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის სიაში მოხვდა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები