პოლიტიკა

ხმაურიანი მოსმენა პარლამენტში - იურიდიულ კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება

23.09.19 12:00


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში განხილვა მოსამართლეების თამარ ალანიასა და მერაბ გაბინაშვილის მოსმენით დაიწყება.

იურიდიული კომიტეტი ოსამართლეობის კანდიდატების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიების საკითხზე მსჯელობს. ამის შემდეგ კომიტეტის საჯარო სხდომაზე კანდიდატების მოსმენის პროცედურა თავმჯდომარის მიერ კომიტეტთან შეთანხმებით განისაზღვრება.

იურიდიული კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატებიდან თავდაპირველად მოსამართლეებს თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენს.

აღნიშნული მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს პარლამენტისთვის წარდგენილი იმ ათკაციან სიაშიც იყვნენ, რომელთა განხილვაც პარლამენტმა შეაჩერა.

თითო კანდიდატის მოსმენისთვის კი 6-საათიანი დრო იქნება განსაზღვრული. მოსალოდნელია, რომ ოპოზიცია კრიტიკული იქნება კანდიდატების მიმართ.

ზოგადად პარლამენტში წარდგენილი კანდიდატები არიან: 1.თამარ ალანია 2.მერაბ გაბინაშვილი 3. შოთა გეწაძე 4. მირანდა ერემაძე 5. მამუკა ვასაძე 6. მაია ვაჩაძე 7. თამარ ზამბახიძე 8. შალვა თადუმაძე 9. ზაზა თავაძე 10. ვლადიმერ კაკაბაძე 11. ლევან მიქაბერიძე 12. გიორგი მიქაუტაძე 13. პაატა სილაგაძე 14. ნუგზარ სხირტლაძე
15. ლალი ფაფიაშვილი 16. ნინო ქადაგიძე 17. ლაშა ქოჩიაშვილი 18. ქეთევან ცინცაძე 19. ალექსანდრე წულაძე 20. გოჩა ჯეირანაშვილი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები