საზოგადოება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მეორე ეტაპი დაიწყო

23.09.19 12:20


2019 წლის 23 სექტემბერს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ექსპერტთა შეხვედრის მეორე ეტაპი დაიწყო.

ორი ქვეყნის კომისიების ექსპერტები მოახდენენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ხაზის დარჩენილი მონაკვეთების (მე-15, მე-16, მე-17 (სოფელ ერისიმედის ტერიტორია), მე-18, მე-20, 22-ე და 24-მონაკვეთები)) დათვალიერებასა და გეოდეზიური აზომვითი სამუშაოების ჩატარებას. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ექსპერტთა პირველი შეხვედრა გაიმართა მიმდინარე წლის 19-23 აგვისტოს პერიოდში.

ექსპერტების მიერ სამუშაოები დაგეგმილია 27 სექტემბრისთვის, რომლის შემდგომ, ექსპერტთა მუშაობის შედეგები განსახილველად წარედგინება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების მომდევნო სხდომას, რომელიც გაიმართება ქ. თბილისში ახლო მომავალში.

კომისიის ჩატარების ზუსტი თარიღი მხარეებს შორის შეთანხმდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები