პოლიტიკა

საქართველოს დელეგაციას გაეროში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს

23.09.19 13:00


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურბიშვილი ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლასთან ერთად, მონაწილეობას გაეროს ფორმატში გამართულ რამდენიმე სამიტში მიიღებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის განცხადებით, წლევანდელი გენერალური ასამბლეა უნიკალურია სწორედ იმით, რომ რამდენიმე სამიტი ტარდება.

მათ შორისაა ჯანდაცვის უნივერსალურ დაზღვევასთან დაკავშირებული სამიტი და მდგრადი განვითარების თემებთან დაკავშირებული სამიტი.

კახა იმნაძის თქმით, ამ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან უნივერსალური ჯანდაცვის თემა ითვალისწინებს იმას, რომ ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და არავინ დარჩეს მის გარეშე. რაც მთავარია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების გამო ადამიანს სიღარიბეში არ მოუწიოს ცხოვრება.

„საგულისხმოა, რომ მსოფლიოსათვის ამ მნიშვნელოვან საკითხზე მოლაპარაკებები საქართველომ და ტაილანდმა წაიყვანეს. ასეთ დროს ქვეყანა კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება როგორც პატარა სახელმწიფო, რომელიც მნიშვნელოვან თემებზე გამოდის მთავარ მომლაპარაკებლად",- განაცხადა კახა იმნაძემ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები