საზოგადოება

კახეთის რეგიონში 123 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

23.09.19 13:20


23 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 123 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 80 ათასი ტონა რქაწითელი, 36 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

14 ათასამდე მევენახემ სხვადასხვა ღვინის საწარმოს უკვე ჩააბარა მოსავალი.ყურძნის დღეღამური გადამუშავება კვლავ 10-12 ათასი ტონის ფარგლებში რჩება, რაც რთველის პროცესის პიკურ ეტაპზე მიუთითებს.რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 288 კომპანია, მათგან 172 უკვე ჩართული იყო რთველის პროცესში.წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები