საზოგადოება

მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დაიწყო

23.09.19 13:40


ევროპული ხარისხის დანერგვისა და საქართველოს განათლების სისტემაში ამ მიზნით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად, 22-25 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, დღეს დელეგაცია შეხვედრას ევროკომისიის წარმომადგენლებთან გამართავს, სადაც საქართველოში ზოგადი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ევროპული მოდელის დანერგვისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარე კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით, ევროპული მოდელის დანერგვა, მათ შორის „ახალი სკოლის მოდელის“ სახით საჯარო სკოლებში უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებს, ინტერნაციონალიზაციის კუთხით უკვე დაწყებულია მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიცაა ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ევროპული ორგანიზაცია EURAXESS, ევროპის სამეცნიერო ორგანიზაცია EUROSCAIENCE და ევროპულ სამეცნიერო ფონდი ESF“ , - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები