პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა

23.09.19 15:50


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა გერმანული მხარის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა და გერმანიის ელჩმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ორი ქვეყანის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლს.

ვახტანგ გომელაურმა ჰუბერტ ქნირშს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების კუთხით უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები