პოლიტიკა

ფრანსუა ვიელი: საქართველო საფრანგეთის რესპუბლიკისთვის სანდო პარტნიორია

23.09.19 16:40


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური მისიის რეგიონულ მრჩეველს სოფლის მეურნეობის საკითხებში ფრანსუა ვიელს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ქვეყნებს შორის სურსათის უვნებლობის, გეოგრაფიული აღნიშვნების/ადგილწარმოშობის და დაცული ტერიტორიების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი ცოდნის და გამოცდილების გაზიარების საჭიროების საკითხს გაუსვა.

გიორგი ხანიშვილმა ფრანსუა ვიელს ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული აგრარული დარგის და გარემოსდაცვითი მიმართულებების განვითარების ხელშემწყობი პროექტები გააცნო და ყურადღება ქვეყნისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე გაამახვილა.

როგორც ფრანსუა ვიელმა აღნიშნა, საქართველო საფრანგეთის რესპუბლიკისთვის სანდო პარტნიორია და გამოცდილების და ცოდნის გაზიარების კუთხით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები