პოლიტიკა

სოფიო ქაცარავა და მარიამ ჯაში სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევიან

23.09.19 17:00


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ოფიციალური ვიზიტით ნიუ-იორკს ეწვევიან, სადაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ გაეროს გენერალური ასამბლეაზე. დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე პარალელური ღონისძიებები, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ მაღალი დონის შეხვედრა და მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი. გარდა ამისა, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, როგორც მრავალმხრივ ისე ორმხრივ ფორმატში.

„მიმდინარე კვირა ძალიან დატვირთული იქნება. საქართველოს დელეგაცია, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიემგზავრება, სადაც ასამბლეის ფორმატში ასევე გაიმართება ორმხრივ და მრავალმხრივი შეხვედრები. ასეთი მაღალი დონის ვიზიტები გვაძლევს საშუალებას შევხვდეთ ჩვენ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში იყოს მუდმივად აქტუალური” – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები