პოლიტიკა

გია ვოლსკი: თუ საჭირო გახდება შეწყალების საქმეზე პრეზიდენტიც დაიკითხება

23.09.19 17:40


შეწყალების საქმეზე, საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტიც დაიკითხება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

,,თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაიკითხოს. საზოგადოების მხრიდან შეფასება საკმაოდ მკაცრი და გაუგებარია. გამოვრიცხავ კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა თქვას.

არ მჯერა იმ ადამიანების პათოსის, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ოპონენტების მიერ საზოგადოების ინტერესების მოყვანა არგუმენტად, არის უზნეობა, ფარსი და უნიჭოდ გათამაშებული სპექტაკლი.

2019 წლის 28 აგვისტოს მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები