პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

24.09.19 10:45


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74- ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოჰამედ ჯავად ზარიფთან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ირანს შორის არსებული ურთიერთობები, მათ შორის მიესალმნენ გააქტიურებულ ხალხთაშორისი კონტაქტებს და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკას.

„სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ქართული მხარე დაინტერესდა ბოლო განვითარებებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და სპარსეთის ყურეში.

თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას სტაბილური განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ირანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის”, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები