პოლიტიკა

კახა კალაძე ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა

24.09.19 11:15


საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს კონგრესის ვიცე-პრეზიდენტს, ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ქსავიერ კადორესა და კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების დღის წესრიგი და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ წარმატებებს.

საუბარი შეეხო დეცენტრალიზაციის რეფორმას და თვითმმართველობის პროცესებში ქალთა მეტი ჩართულობის საკითხებს.

„ვფიქრობ, 2019 წელი მნიშვნელოვანი თარიღია როგორც საქართველოს, ასევე ევროპის საბჭოსთვის. წელს ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის საბჭოს შექმნის 70, ხოლო ევროპის საბჭოს კონგრესის დაფუძნების 25 წლისთავს. წელს ასევე სრულდება 20 წელი საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან. ამ ხნის მანძილზე ჩვენ გვქონდა და გვაქვს წარმატებული თანამშრომლობა არაერთ სფეროში. ამ დღეებში საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს დეცენტრალზიაციის ახალ, ამბიციურ სტრატეგიას, რომლის განხორცილებაში ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება კონგრესის მონაწილეობა და წარმატებული თანამშრომლობის არსებული პრაქტიკის გაგრძელება", - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები