საზოგადოება

კარლოს მოედაში: ქუთაისის უნივერსიტეტი გამორჩეული პროექტია, რომელიც არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ მთლიანად რეგიონს შეცვლის

24.09.19 12:00


ძალიან მნიშვნელოვანია 1 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის ჩადება და ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ ევროკომისარმა კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში, კარლოს მოედაშმა განაცხადა.

„ჩემი აზრით, ქუთაისის უნივერსიტეტი გამორჩეული პროექტია, რომელიც შეცვლის არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ მთლიანად რეგიონს. ეს არის დიდი საჩუქარი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების „შექმნის“ საქმეში, რასაც ქვეყნის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეისთვის ძალიან მნიშვნელოვანია 1 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის ჩადება და განათლების, მეცნიერებისა და კვლევებისთვის ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება. ეს იქნება მნიშვნელოვანი პროექტი არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის. ეს პროექტი ბევრი ერთობლივი პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა ევროკომისარმა.

საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ქართული დელეგაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს მართავს.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ბატიაშვილი ევროკომისარს კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშს შეხვდა და მას საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალების გააცნო.

შეხვედრისას საუბარი, ასევე, შეეხო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებასა და მშენებლობას. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ პროექტი მართლაც შთამბეჭდავია და ის დიდ როლს შეასრულებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის განვითარებაში.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები