პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ფინეთის პრეზიდენტს შეხვდა

24.09.19 12:15


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საული ნიინისტოს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მხარეებმა საქართველო-ფინეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს.

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის მიმდინარეობა და ამ გზაზე ფინეთის როლი. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ოკუპაციის პრობლემას. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩნდება საჭიროება ჩვენმა პარტნიორებმა კვლავ დააყენონ საქართველოს საკითხი რუსეთთან ფორმალური და არაფორმალური დისკუსიებისას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და შეახსენონ მას აღებული ვალდებულებები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში, სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები