ეკონომიკა

სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა

25.09.19 13:15


ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

„დონალდ ტუსკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, რომელ თანამდებობასაც იგი 30 ნოემბრამდე იკავებს და აღნიშნა, რომ კომისიას საქართველოს მიმართ მხარდამჭერ პოზიციებს გაუზიარებს.

შეხვედრისას განიხილეს ასევე მომავალი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის უკვე არსებული, მყარი ურთიერთობების განვითარების საკითხები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები