საზოგადოება

26 სექტემბერს ქეთევანობა აღინიშნება

26.09.19 12:10


26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს.

ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან-ბატონის უკეთილშობილესი, ულამაზესი და უჭკვიანესი ასული იყო, რომელიც ცოლად მიათხოვეს კახეთის მეფის ალექსანდრე პირველის უფროს ვაჟს, დავითს. იგი, შაჰ-აბასის ბრძანებით, 1624 წლის 26 სექტემბერს, ირანში, ქალაქ შირაზში საშინლად აწამეს.

ქეთევანის მოწამეობრივმა აღსასრულმა საქართველო გამოაფხიზლა.

საბოლოოდ ჩაიშალა შაჰ-აბასის გეგმა, რაც მოსახლეობის სრულ გამაჰმადიანებას გულისხმობდა.

ქეთევან დედოფლის ხსენების დღეა 13 (26) სექტემბერი – მისი აღსასრულის დღე.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები