საზოგადოება

პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გამოიკითხა

27.09.19 17:00


სადავო შეწყალებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.

შეწყალების ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი - დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარშიძე, დიანა ტაბატაძე-რეხვიაშვილი და ზინაიდა ვერულაშვილი გამოიკითხნენ.

საგამოძიებო უწყება მათ უკომენტაროდ დატოვეს. გამოძიებამ უკვე გამოკითხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ანგი ხუციშვილი.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულების - რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების ფაქტზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.





წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები