ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: წლის ბოლომდე ლარი გამყარებას დაიწყებს

27.09.19 18:00


ლარის გაუფასურებას, ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფისკალური პოლიტიკა ხელს არ უწყობს, ეს არის მცდარი მოსაზრება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე ლარი გამყარებას დაიწყებს.

„ჩვენი ფისკალური დავალიანება არის დაგეგმილის ფარგლებში, ჩვენი ხარჯვა არის ძალიან პასუხისმგებლიანი ხარჯვა, შესაბამისად, ამ მხრივ ლარზე ზეწოლა არ არის. თუმცა არაერთხელ ვთქვით, იყო სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის საგარეო, შიდა პოლიტიკური ფაქტორები, რამაც ეს გამოიწვია. ეროვნული ბანკი ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს, არის კოორდინაცია, მაგრამ მაინც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია. მე მჯერა, ნაბიჯები, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა, დღეს ინტერვენციაც განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და არამარტო დაასტაბილურებს, არამედ წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესი რამდენიმე თვე გაჭიანურდება, თუმცა, ლარის მიმართ პროგნოზები და მოლოდინები არის პოზიტიური და ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები