ანალიტიკა

როგორ მიჰყავს აფხაზი ერი განადგურებამდე სეპარატიზმს

30.09.19 15:10


გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ არა მხოლოდ ქართველები განიცდიან საქართველოს ტერიტორიების 20% -ის ოკუპაციას და სეპარატიზმს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში:
“მე უნდა განვაცხადო და გავაფრთხილო მსოფლიო: ოკუპირებულ აფხაზეთში არა მხოლოდ ქართული, არამედ აფხაზური ენაც, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიერ არის აღიარებული და მე მას ვიცავ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არის გადაშენების პირას, აფხაზი ხალხი მკვეთრ დემოგრაფიულ დაცემას განიცდის და მე გაფრთხილებთ თქვენ: მსოფლიოსთვის არსებობა აფხაზური ენის გარეშე, იდენტობისა და ტრადიციების გამოუსწორებელი ზარალი იქნება“.

ამრიგად, პირველად გაეროს ტრიბუნიდან, სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა აფხაზი ხალხის წინაშე მდგარი საფრთხე, კერძოდ, მათი უახლოესი გაუჩინარების საფრთხე.

უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზების, როგორც ხალხის განადგურება, მიზანმიმართულად განხორციელდა 1992-1993 წლების სეპარატისტული ომის დასაწყისიდან. არძინბას და სხვა სეპარატისულ ხელმძღვანელებს საკუთარ ფორმირებებში შეჰყავდათ ყველა ახალგაზრდა აფხაზი, მათ შორის სკოლის მოსწავლეები, რომელთა უმრავლესობასაც არ ჰქონდა გავლილი არანაირი სამხედრო მომზადება და რომლებიც იქამდე არც მსახურობდნენ ჯარში და არც კი იცოდნენ როგორ უნდა მოპყრობოდნენ იარაღს, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა სამხედრო უნარებზე.

ამ ახალგაზრდა აფხაზებს „სულელურად“ გზავნინდნენ სიკვდილზე. მათ აიძულებდნენ ღიად მიეტანათ იერიში ქართულ სამხედრო პოზიციებზე, მათ სპეციალურად აგდებდნენ იმ არეში, სადაც მთლიანად მიმდინარეობდა სროლები. მათ სიკვდილს არანაირი აზრი არ ჰქონდა სამხედრო თვალსაზრისით. რეალურად კი სამხედრო ოპერაციები ხორციელდებოდა რუსული არმიის რეგულარული ძალებით, სომეხი ბოევიკებისა და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული მკვლელების მიერ.

მაგალითად, თვითონ სეპარატისტები გაიძახიან იმას, რომ „დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგაზრდა აფხაზების გმირობას“, რომლებმაც საკუთარი თავი ტყვიების ქვეშ ჩააგდეს, რათა ხელში ჩაეგდოთ გუმისთის გავლით ხიდი სოფელი შრომის რაიონში. მათი უმეტესობა გარდაიცვალა ამ ხიდზე ან მის მახლობლად. „გმირობაზე“ საუბრისას, უფრო სწორად კი უაზრო სიკვდილზე ამ ახალგაზრდა აფხაზების, სეპარატისტი „ისტორიკოსები“ აღნიშნავენ, რომ ეს იერიში იყო „დამაბნეველი მანევრი“.

მაგრამ არც სომხური ბატალიონი და ვერც დაქირავებული მკვლელები ამ "დამაბნეველ მანევრში" არ გაუშვეს. გაუშვეს ახალგაზრდა აფხაზებიი, გუშინდელი სკოლის მოსწავლეები, რომელთა უმეტესობამ მხოლოდ ავტომატი აიღო და სამხედრო მომზადება არ ჰქონდათ გავლილი. ისინი სპეციალურად გაგზავნეს "პირდაპირ შეტევაზე" ტყვიების ქვეშ, რადგან იცოდნენ, რომ ისინი ჩახოცილნი იქნებოდნენ.

ასეც მოხდა და მხოლოდ ამის შემდეგ ბაგრამიანის ბატალიონის მებრძოლები დადიოდნენ უაზროდ დაღუპულ ახალგაზრდა აფხაზთა გვამებზე.

უკვე 1993-1994 წლების ომის დროს, სეპარატისტთა ლიდერები არძინბასა და მათი ”კურატორების” ხელმძღვანელობით სომეხი ნაციონალისტების მხრიდან, გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ მოკლეს არა მხოლოდ რაც შეიძლება მეტი ქართველი, არამედ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა აფხაზი, რათა სამუდამოდ ჩაენერგათ მტრობა, რათა "მაქსიმალურად გაეწმინდათ“ აფხაზეთის მიწები ძირძველი მოსახლეობისგან.

გენოციდის მეორე ეტაპი იყო, როდესაც აფხაზი ერი წაახალისეს, რომ ხელში ჩაეგდოთ ქართველების მიერ დაცლილი სახლები. შედეგად ხალხთატრადიციები, რომელიც ძალიან ფაქიზად იყო შენარჩუნებული, როცა აფხაზეთი იყო საქართველოს შემადგენლობაში, დარღვეულ იქნა, ისევე როგორც თაობათა შორის კავშირი. „მეთასეთა“ ოჯახებმა დაიწყეს ნგრევა, ახალგაზრდა აფხაზებს არ ასწავლიდნენ მუშაობას საკუთარი ხელებით და რატომ უნდა ესწავლათ, როცა აქვთ „მზა სახლები“? ამან საშინლად გაანადგურა აფხაზი ხალხი და შედეგად გახდა მისი დეგრადაცია და გადაგვარება.

აფხაზეთის ეკონომიკა მთლიანად სომეხი ნაციონალისტების ხელში აღმოჩნდა. აფხაზები ვერ პოულობენ ნორმალურ სამსახურს, სომეხი „პატრონები“ მათ არ იღებენ სამსახურში და ამჯობინებენ აიყვანონ ან საკუთარი მეტომელები ან ჩამოსული ტაჯიკები ან უზბეკები. შედეგად ბევრ აფხაზ ოჯახს ჩამორთმეული აქვს უფლება სამართლიანი ხელფასისა.

შედეგად, ახალგაზრდა აფხაზები კრიმინალურ სამყაროში მიდიან.

ასევე, სომეხი ნაციონალისტების მიერ აფხაზი ხალხის განადგურების მიზნით, ნარკოტიკები განზრახ განაწილებულია, რომელზედაც ახალგაზრდა აფხაზების თითქმის უმეტესი ნაწილი "არის დამოკიდებული".

უფრო მეტიც, კორუმპირებული სეპარატისტული პოლიცია პრაქტიკულად არ ებრძვის ნარკომანიის მაფიას და წამლების მთავარ დისტრიბუტორებს არ სჯიან.

ფაქტობრივად, შეჩერებულია აფხაზური კულტურის დაფინანსება და აფხაზური ენის მხარდაჭერა. შედეგად, აფხაზური ენა დეგრადაციას განიცდის, მას უბრალოდ აღარ საუბრობენ. სამაგიერდ ერევნიდან ჩამოდის სასწავლო სახელმძღვანელოები და სხვა ლიტერატურა სომხურად. შედეგად, აფხაზი სომეხები, აფხაზებისგან განსხვავებით, კარგად იციან თავიანთი ენა და ინარჩუნებენ პირადობას ყოველგვარი მარგინალიზაციის გარეშე.

თუ არ დასრულდება სეპარატისტული რეჟიმი, მაშინ აფხაზეთში არსებული ენობრივი და დემოგრაფიული ვითარება უბრალოდ გამოუსწორებელი იქნება აფხაზებისთვის. აფხაზი ახალგაზრდა თაობა უბრალოდ დაიღუპება და გადაგვარდება, დარჩენილები კი სრულად დაივიწყებენ მშობლიურ ენას და შეუძლებელი იქნება ხალხის აღორძინება მათი სურვილისამებრაც.



KavkazPlus

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები