ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი სურვილია, რომ ინვესტორმა ანაკლიაში თავისი ვალდებულებები დროულად შეასრულოს

01.10.19 15:30


ანაკლიის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული დაგვიანებული დღე ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი დანაკლისია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ვალდებულებები შესაბამის ვადებში შესრულდება.

„ამ შემთხვევაში, ჩემი პასუხი არის იგივე, რასაც ასეთ დროს ყოველთვის ვპასუხობ. მოდით, დაველოდოთ, ვაცადოთ. იმედს ვიქონიებთ, რომ ვალდებულებები შესრულებული იქნება. არ მინდა წინასწარ რაიმე ნეგატიური მოლოდინი შევქმნა. პირიქით, ჩვენი სურვილია და ჩვენი ქმედებაც აქეთკენ იყო მიმართული, რომ ინვესტორმა ანაკლიაში დროულად შეასრულოს თავისი ვალდებულებები. ანაკლიის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული დაგვიანებული დღე ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი დანაკლისია და ჩვენ გვაწამს, რომ ინვესტორი მოახერხებს ამის გაკეთებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები