საზოგადოება

დინამოს სტადიონთან, ბაზრობა “თერგის” საწყობში ხანძარია

02.10.19 12:00


“დინამოს სტადიონის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ცაბაძის 8 ნომერში, ბაზრობა თერგის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა.

“იწვის საწყობი. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო ჯგუფი დამატებითი სახანძრო ძალები გზაში არიან”, – უთხრეს ნეტგაზეთს სახანძრო სამსახურში.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სათამაშოების მაღაზიის საწყობში გაჩნდა.

მიმდინარეობს ბაზრობის ევაკუაცია.

ცეცხლი დაახლოებით 10:30 საათზე გაჩნდა. ღია ცეცხლის გამო ჯერჯერობით მეხანძრეები ვერ ამბობენ რა ტერიტორიაა დამწვარი.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები